IX-დღე: განვიხილეთ მოდული 8. მოვახდინეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება.ჩვენს მიერ შექმნილი პორტფოლიო ავტვირთეთ დრაივზე, შემდეგ ჩავსვით ბლოგზე და მოვახდინეთ ატვირთული პორტფოლიოების ჩვენება და შეფასება.9 დღის მანძილზე ძირფესვიანად შევისწავლეთ პროექტზე მუშაობის სტილი, რაც აქამდე შეუძლებელი მეგონა შევძელი,და დავძლიე. რაც მთავარია ვისწავლე როგორ დავგეგმო პროექტი, სად მოვიძიო საჭირო მასალები, როგორ გავხდე კარგი ფასილიტატორი და როგორ შევუწყო ხელი მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
მადლობა პროექტს და ჩვენს მასწავლებელს, ხათუნა ლორთქიფანიძეს!
Wednesday, 18 July 2018
Monday, 16 July 2018
VIII დღე: განვიხილეთ მოდული 7 "ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. გავიხსენეთ როგორ უნდა დავსვათ კითხვები მოსწავლეთა ჩართულობის და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისთვის მიმდინარე პროექტში მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი უნდა დარწმუნდეს თუ რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა საკითხი და უნდა აკვირდებოდეს მათ მუშაობასა სასწავლო პროცესის შესაბამისობას მიზნებთან. ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნა, წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელება, გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტს, პორტფოლიოს ჩეკლისტს და პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას. თვითშეფასების შედეგების მიხედვით, გავაკეთეთ ჩანაწერები სასწავლო პროექტის პორტფოლიოში.
Friday, 13 July 2018
VII დღე: განვიხილეთ მოდული 6.დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის. მოვახდინეთ დაწყვილება-გაზიარება და შეფასება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის,რომელიც ავტვირთეთ ჩვენ-ჩვენს ბლოგზე.განვსაზღვრეთ მოსწავლეთა საჭიროებები.განვიხილეთ პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 აქტივობები.მოვძებნეთ დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლეებისათვის.შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე.განვიხილეთ განმავითარებელი შეფასების გამოყენება თვითრეგულირების უნარის განვითარებისათვის.მოვამზადეთ დამატებითი მასალა საჭიროების მქონე მოსწავლისათვის წარმატების ხელისშეწყობის მიზნით.
Wednesday, 11 July 2018
VI დღე; განვიხილეთ მოდული5.მოსწავლეთა პროექტების შეფასება.გავეცანით დაფიქრდი და გაუზიარე უკუკავშირის გამოყენებას მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად.ვისწავლეთ თუ როგორ მოვახდინოთ მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში. გავეცანით აქტ1: შეფასების სტრადეგიების განხილვას. აქტ2:მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენას. ხელმეორედ გადავხედეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომსა და სასწავლო პროექტის გეგმას.
Monday, 9 July 2018
IV-V დღე: განვიხილეთ მოდული 2.აქტ 3.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.გავაანალიზეთ თუ როგორი უნდა იყოს შეფასება (განმსაზღვრელი და განმავითარებელი).შეფასების სტრატეგიებში უნდა განვსაზღვროთ მოსწავლის შესაძლებლობები.ვიმუშავეთ შეფასების ჩარჩოს შევსებაზე.ვისწავლეთ პრეზენტაციის დაგეგმვა Power Point-ში.(შუქის გათიშვის გამო ვერ მოვახდინეთ მეოთხე დღის განხილვა). მეხუთე დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციაზე.მოვახდინეთ ჩაშენება.განვიხილეთ საავტორო უფლებები. დაგვევალა მოვახდინოთ ურთიერთშეფასება კომენტარების საშუალებით და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაზე Power Point-ში .
Tuesday, 3 July 2018
- დღე III
- განვიხილეთ მესამე მოდულის მეორე და მესამე აქტივობა.ესგ-დან ჩამოვტვირთეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, სასწავლო სტანდარტები და განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები- ზმნების კლასიფიკაცია.საჭირო ელემენტები მოვარგეთ პროექტისთვის გამზადებულ გეგმის შაბლონს.ვიმუშავეთ ინფორმაციის მისაღებ საკვანძო კითხვებზე და შევქმენის ჯგუფის ბლოგი რის საშუალებითაც შევძლებთ ერთმანეთს გაუზიაროთ მიღებული შთაბეჭდილებები.
Subscribe to:
Posts (Atom)